Charlie Hebdo-ს ტირაჟი 5 მლნ ეგზემპლარამდე გაიზარდა
საქართველო, 15 იანვარი,
საქინფორმი. გამომცემელმა გადაწყვეტილება მიიღო, ტირაჟი 5 მლნ ეგზემპლარამდე გაეზარდა, რაც დაგეგმილზე 2 მლნ-ით მეტია, - განაცხადა საგამომცემლო სახლი
MLP-ის პრეზიდენტმა, რომელიც ჟურნალის გავრცელებითაა დაკავებული.
Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის საგაზეთო ჯიხურების უმრავლესობაში
Charlie Hebdo, რომელიც ჩვეული 60000-ის ნაცვლად 3 მლნ ეგზემპლარად გამოვიდა, 14 იანვრის დილას, გაყიდვაში გამოჩენიდან რამდენიმე წუთში გასაღდა.
ყოველკვირეული გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზე გამოსახულია მტირალი მუჰამედი აბრით „Je Sui Charlie“ („მე ვარ შარლი“) - სლოგანით, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა მთელ მსოფლიოში 7 იანვრის ტერაქტის შემდეგ. ყდის ზედა ნაწილში წარწერაა „ყველაფერი ნაპატიებია“. ნახატი, რომლის ავტორიც კარიკატურისტი შარლი ებდოა, ფსევდონიმით ლიუზ, გამოსახულია მწვანე ფონზე, რომელიც ისლამის ფერად მიიჩნევა.