უცხოეთი
ნავთობი ბარელზე 60-70 დოლარამდე გაძვირდება

Neft-zar-2საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. გაიდარის ფორუმზე გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა 2015 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა, რადგან ბარელზე 50 დოლარის ფასის პირობებში მისი დანაკარგები დაახლოებით 3 ტრლნ რუბლს შეადგენს.

ამასთან, ნავთობის ფასმა, მინისტრის თქმით, „ფსკერამდე“ მიაღწია. ვარაუდი იმის შესახებ, რომ უახლოეს ხანებში ის ბარელზე 60-70 დოლარს მიაღწევს, ასევე გამოთქვა რუსეთის სბერბანკის გამგეობის თავმჯდომარე გერმან გრეფმა.