უცხოეთი
რუსეთში „მისტრალების“ მიწოდება - კონტრაქტის ჩაშლისთვის პირგასამტეხლოსა და ჯარიმების თანხამ, მედიის ცნობით, შესაძლოა 3 მლრდ ევრო შეადგინოს

Mistral-zar-1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ორი შვეულმფრენმზიდი ხომალდის მშენებლობის კონტრაქტი „როსობორონოექსპორტმა“ ფრანგულ კომპანია DCNS-თან 2011 წელს დადო. გარიგების თანხამ 1.2 მლრდ ევრო შეადგინა. პირველი ხომალდის მიწოდება 2014 წელს უნდა მომხდარიყო, მეორესი - 2015 წელს.

თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო „მისტრალების“ მიწოდება გაურკვეველი ვადით გადაიდო - უკრაინის კრიზისის დარეგულირებამდე. პირსაგამტეხლოსა და ჯარიმების თანხამ, მედიის ცნობით, კონტრაქტის ჩაშლისთვის, შესაძლოა 3 მლრდ ევროს მიაღწიოს.