პუბლიკაციები
13 უხერხული შეკითხვა პარიზში მომხდარის ორგანიზატორებს

samart-2-analit-7საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. პარიზში მომხდარი ბევრ შეკითხვას ბადებს:
1.საფრანგეთის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა, ნახევარი საათის შემდეგ და იქ პრესკონფერენცია გამართა, თუმცა პოლიციამ არ იცოდა ტერორისტთა ადგილსამყოფელი, ადგილი არ შემოწმებულა საფრთხის შემცველობაზე.

ოლანდმა გადაწყვიტა, სიცოცხლე გაერისკა საჯაროობის გამო და უსაფრთხოების პროტოკოლი დაარღვია?

2.თვითმხილველის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან - ტერორისტი თავში ესვრის პოლიციელს, ამასთან, „კალაშნიკოვიდან“ გასროლის შემდეგ არათუ სისხლის გუბე არ დგას, არამედ არავიტარი კვალი არ შეინიშნება. რატომ ესროდნენ ტერორისტები პოლიციელებს ცარიელ ვაზნებს, ისინი კი შემდეგ თავს მოკლულებად იკატუნებდნენ?

3.2008 წელს კარიკატურსიტმა შარლი ებდომ გაზეთში გამოაქვეყნა სარკოზის შვილის - ჟანის კარიკატურა (იხ. ფოტ ქვემოთ), რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაშინ, როცა 2006 წელს შარლი ჰებდომ მოციქულ მუჰამედის 12 კარიკატურა გადაბეჭდა, პასუხი რატომ არავინ აგო?

4.რატომ იძიეს შური ტერორისტებმა შარლი ჰებდოზე და არა კარიკატურების პირველწყაროზე - გამოცემა Jyllands Posten დანიაში?

5.2013 წელს გამოცემამ გამოაქვეყნა მუჰამედის ბიოგრაფიის მოტივებზე ახალი კომიქსები. რატომ უგულებელჰყო საფრანგეთის მართლმსაჯულებამ ყველა სარჩელი სტეფან შარბონიეს წინააღმდეგ 2012 წელს?

6.თუ საფრანგეთის სპეცსამსახურები ასე კარგად მუშაობენ, რატომ ვერ შეძლეს ტერაქტის აღკვეთა? ეჭვმიტანილები ხომ ტერორისტთა ბაზაში იყვნენ, მათ შეისწავლიდნენ სპეცსამსახურები და მუდმივადაც უთვალთვალებდნენ. თვალთვალი ტერაქტამდე ნახევარ წლით ადრე შეწყდა...

7რატომ მიიტანა იერიში სპეცნაზმა მაღაზიაზე მთელი ჯგუფით ერთი კარიდან?

8.რატომ აცვიათ „შემთხვევით მოწმეებს“ სახურავზე ჯავშანჟილეტები, როგორც სპეცსამსახურების თანამშრომლებს?

9.დღის 11 საათზე ქალაქში რატომ არ არის არც მოძრავი ტრანსპორტი, არც გამვლელი და ველოსიპედისტებიც კი?

10.საფრანგეთში პოლიციის კომისარმა ერიკ ფრედუმ, რომელიც ფრანგული გამოცემა „შარლი ჰებოდს“ რედაქციაზე თავდასხმის საქმეს იძიებდა, თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მცირე ხნით ადრე კომისარი ჟურნალის რედაქციაში ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახს შეხვდა. რა შეიტყო პოლიციის კომისარმა ერიკ ფრედუმ გამოძიების მიმდინარეობისას ისეთი, რამაც თავის მოკვლა აიძულა?

ბოლო სამი შეკითხვის ავტორი რამზან კადიროვია:

11.“ჩვენ მივესალმებით პარიზში ტერორის ერთსულოვნად დაგმობას მსოფლიო ლიდერების მიერ. თუმცა, რომელი ტერორის დაგმეს მათ? ტერორიზმი მთელ მსოფლიოში თუ ცალკე აღებულ საფრანგეთში?“

12.რატომ არცერთხელ არ ჩაუდგნენ სათავეში საპროტესტო მარშს პრეზიდენტები, მეფეები, პრემიერები ასობით ათას ავღანელთა, სირიელთა, ეგვიპტელთა, ლიბიელთა, იემენთა, ერაყელთა დაღუპვის გამო? რატომ დუმდნენ ისინი, როცა გროზნოში მთავრობის სახლი ააფეტქეს. როცა ააფეთქეს სტადიონის ტრიბუნები და დაიღუპნენ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აჰმედ-ჰაჯი კადიროვი და მისი მომხრეები, როცა ბესლანში ხელში ჩაიგდეს სკოლა და მძევლები დუბროვკაზე, როცა დეკემბერში აიღეს ბეჭდვითი სკოლა გროზნოში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა 50-ზე მეტი კაცი?“

13.ხომ არ წარმოადგენს ეს მავანის მიერ დაგეგმილ აქციას ანტიისლამური განმწყობის გასაღვივებლად ანდა მცდელობას, ყურადღება გადაიტანონ რომელიმე სხვა გლობალური პრობლემიდან?“