პუბლიკაციები
„სოლიდარობის ფარში“ პარიზში

1-farS-zar-3-an-Mსაქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. პარიზში გაიმართა „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის მსხვერპლთა ე. წ. „სოლიდარობის მარში“. მთელი ე. წ. ცივილიზებული საზოგადოება გლოვობს მოკლულ კარიკატურისტ-პროვოკატორებს და სრულებით ვერ ხედავს დონბასისა და ახლო აღმოსავლეთში ტერაქტების მსხვერპლს (100-ზე მეტი ადამიანი იემენსა და ერაყში), რომლებიც ამ დღეებში მოხდა, ერთი თვის წინანდელი ჩეჩნეთის ტრაგედიას, სადაც 14 მილიციელმა თავი გაწირა და მეორე ბესლანი აღკვეთა.

პირველ ფოტოზე ჩანს, როგორ ჩაუჭიდიათ ერთმანეთისთვის ხელი ყველა ქვეყნის ლიდერს, მერკელის ტრადიციული არაერთგვაროვანი ჟესტი თითებით, ქვედა ფოტოზე - ისრაელის ლიდერებს მხარში უდგანან მცველები. Vip-ი დაბალ ფენასთან ერთად არ დადის და მხოლოდ უსაფრთხო რაიონებში გადაადგილდება. პოროშენკო კვლავ თავისი რეიტინგის გაზრდაზე მუშაობს. „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“, ან „Je Sui CHARLIE!“ -აი ასეთი „სოლიდარობის ფარში“ გამოვიდა...

P.S. მულტსერიალი „სიმფსონების“ ახალ ეპიზოდში ასევე გამოჩნდა ლოზუნგი „მე შარლი ვარ“ „სოლიდარობის მარშის“ მხარდასაჭერად საფრანგეთში. რგოლში ნაჩვენებია „სიმფსონების“ ერთ-ერთი გმირი გოგონა - პაწია მეგი. მას ცისფერი ტოგა აცვია და ხელში დროშა უკავია წარწერით: „Je Sui Charlie”. გამოცემა Buzfeed მიიჩნევს, რომ მეგი ეჟენ დელაკრუას სურათზე გამოსახულ ხატებას წააგავს „თავისუფლება, რომელიც ხალხს მიუძღვის“. Cinema Blend, თავის მხრივ, გაკვირვებას გამოხატავს პერსონაჟის არჩევით, რომელმაც ლაპარაკი არ იცის!

1-farS-zar-3-1
1-farS-zar-3-2 1-farS-zar-3-3
1-farS-zar-3-4 1-gazeta-zar-3-5