უცხოეთი
აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ ხელში ჩაიგდო ჯიჰადის დაჯგუფების ზოგიერთ ლიდერთა მოლაპარაკებები, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ევროპას ტერორისტული აქტების ახალი ტალღა ელოდება, ხოლო პარიზის მოვლენები მათ წინაპირობას წარმოადგენს. „ალ-ქაიდამ“ ასევე გააფრთხილა ახალი ტერაქტებისთვის მზაობის შესახებ. ასე მაგალითად, ორგანიზაციის იემენური განყოფილების ხელმძღვანელმა შეიხ ჰარის ან-ნაზარმა წინა დღეს განაცხადა, რომ „ვერავინ, ვინც ალაჰის წინააღმდეგ იბრძვის, ვერ იქნება უსაფრთხოდ!“, - გადმოსცემს ინტერფაქსი.