უცხოეთი
The New York Times: „Charlie Hebdo“-ს ჟურნალისტებს რაიმე ამდაგვარი რომ აშშ-ში გამოექვეყნებინათ, მათი გაზეთი 30 წამსაც ვერ იარსებებდა, თავად რედაქტორებს კი ქსენოფობიაში დაადანაშაულებენ!“

1-Newyork-zar-1-anსაქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ჟურნალისტმა დევიდ ბრუქსმა აღნიშნა, რომ რედაქციაზე თავდასხმა და ტერორისტული ჯოჯოხეთი საფრანგეთში „იმის შედეგია, რომ სატირული ჟურნალის თანამშრომლები თავაზიანობისა და პატივისცემის ელემენტარულ სტანდარტებს არ იცავდნენ“.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უმსხვილესი ამერიკული მედია კატეგორიულად უარობდა მუსლიმანების შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამოქვეყნებას.

„ნიუ იორკ თაიმსის" მიმომხილველის აზრით, ლოზუნგი „მე  შარლი ვარ“ არ უნდა იყოს ყველა ქვეყანაში ჟურნალისტების გამაერთიანებელი“, მან მოუწოდა „ჟურნალისტების საქმიანობაში თავაზიანობისა და პატივისცემის სტანდარტების შენარჩუნებისკენ, ამავდროულად, ადგილის დათმობისკენ იმ ადამიანთა შემოქმედებისთვის, რომლებიც კარგ მანერებსა და გემოვნებას ინარჩუნებენ“: „ამერიკელები ხოტბას ასხამენ Charlie Hebdo-ს მოციქული მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვის გამბედაობისთვის, თუმცა იგულისმება, რომ თავად აშშ-ში ეს, მორალურ-ეთიკური მოსაზრებებით, უბრალოდ შეუძლებელია“.

დავძენთ, რომ „ნიუ იორკ თაიმსმა“, „უოლ სთრით ჯორნალმა“, „ასოშიეითედ პრესმა“ ოფიციალურად განაცხადეს, რომ „არ დაბეჭდავენ რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ კარიკატურებს“.