პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, ელისეს სასახლეში იმყოფება

1-dvorec-polit-1საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. 30-მდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთან, ელისეს სასახლიდან რესპუბლიკის მოედანზე გაემგზავრებიან, საიდანაც მშვიდობიან მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

პარიზში 7-9 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, საფრანგეთის დედაქალაქს ეწვივნენ: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი მარიანო რახოი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ახმედ დავითოღლუ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვები. ასევე, პარიზში იყოფებიან ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.