პუბლიკაციები
პოლიტოლოგი: „პარიზში ტერაქტი აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს!“

1-spec-zar-3-anსაქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი.  პარიზის ცენტრში 12 კაცის მკვლელობა ტერორისტების მიერ სრულებით აკმაყოფილებს აშშ-ის ინტერესებს, მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსეი მარტინოვს. LifeNews-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კონსპიროლოგიური თეორიების მომხრე არ არის, თუმცა დარწმუნებულია, რომ იმ ბოევიკების უკან, რომლებმაც სისხლიანი ტერაქტი მოწყვეს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში, აშშ-ის სპეცსამსახურები დგას. ალექსეი მარტინოვის აზრით,  ვერსია იმის შესახებ, რომ თავდასხმის მოტივად შესაძლოა მოციქული მუჰამედის კარიკატურა ქცეულიყო, სასაცილოდ გამოიყურება.

რა, 5 წელი გეგმავდნენ? ეს სასაცილოა! ყველაფერი ძალზე მკაფიოდ გააკეთეს. ტერაქტი მომზადებულია აშკარად არა იმ ადამიანების მიერ, ვინც მხოლოდ შემსრულებლები არიან. პირველი დასკვნა, რომელიც აქედან შეიძლება გამოვიტანოთ: საფრანგეთი აბსოლუტურად არ იყო მზად ტერორიზმის ამდაგვარი გამოვლენისთვის, სპეცსამსახურებმა მისი აღკვეთა ვერ შეძლეს. აქვე იბადება კითხვა: რატომ?

ბოლო წლებში, აშშ-ის ზეწოლით, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ შეზღუდა რუსეთთან თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. უსაფრთხოების სფეროში გარკვეულწილად სუვერენიტეტის დათმობით, მზად იყავით, რომ ისევე მოგექცევიან, როგორც საფრანგეთს მოექცნენ“.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ტერაქტამდე სულ ორი დღით ადრე ფრანსუა ოლანდმა რუსეთზე სანქციებით ზეწოლის არამიზანშეწონილობაზე ისაუბრა და ამიტომ, ეს მოვლენები შესაძლოა ერთმანეთს უკავშირდებოდეს.