უცხოეთი
ეჭვმიტანილებზე მოწმეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით პოლიციამ გამოაქვეყნა ფოტო. გაცემულია ორი ძმის - საიდ და შერიფ კაშების დაკავების ორდერი, რომლებიც შესაძლოა შეიარაღებული და საშიში აღმოჩნდნენ

1-policia-zar-2საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საფრანგეთის პოლიციამ გამოაქვეყნა ორი ძმის ფოტო, რომლებიც სატირული ყოველკვირეული ჟურნალი Charlie Hebdo-ს პარიზულ შტაბბინაზე ტერორისტულ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.

ოთხშაბათს დილით სამი ავისმზრახველი რედაქციის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფ ადამიანებს. შემთხვევის ადგილიდან თავდამსხმელებმა ავტომანქანით მიმალვა მოახერხეს. თავდასხმას 12 კაცი ესმხვერპლა, კიდევ 11 დაიჭრა. სამი ეჭვმიტანილის ძებნა რეიმსში სამ ადგილას ხორციელდებოდა (პარიზიდან 150 კმ-ში ბელგიის საზღვრის მიმართულებით).

პოლიციამ ფოტო მოწმეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით გამოაქვეყნა. გაცემულია დაკავების ორდერი ორ ძმაზე - საიდ და შერიფ კაშებზე, რომლებიც შესაძლოა შეიარაღებული და საშიში აღმოჩნდნენ. უწინ ცნობილი გახდა, რომ 18 წლის ჰამიდ მურადი, ეჭვმიტანილთაგან ყველაზე ახალგაზრდა, პოლიციას ჩაბარდა.