სამართალი
ყატარში დაკავებულ ქართველებს ქართველი დიპლომატები დაეხმარებიან

katariყატარში დაკავებული ქართველების დასახმარებლად დოჰაში დღეს ქართველი დიპლომატები ჩავლენ. დაკავებულ საქართველოს სამ მოქალაქეს სამართალდამცავები საერთო წესრიგის დარღვევასა და ქვეყანაში ყოფნის ლეგალური დოკუმენტაციის არქონაში ადანაშაულებენ. პრეტენზიები დაკავებულებსაც აქვთ. ისინი ყატარელ ბიზნესმენს ალიჰამადა ალ საიდს მათ არალეგალურ მუშაობაში სდებენ ბრალს.
წინასწარი ინფორმაციით, ბიზნესმენმა დაკავებულებს შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი გასამრჯელო არ გადაუხადა და არც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საბუთი მისცა.
დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის არსებულ დავას საელჩოშიც ადასტურებენ. თუმცა აცხადებენ, რომ არსებულ დავასთან დაკავშირებით არანაირი საბუთი არ არსებობს. დაკავებულები ყატარის სადეპორტაციო განყოფილებაში იმყოფებიან. მოხდება თუ არა დაკავებული ქართველების დეპორტაცია, ამ ფაქტს კატარის სასამართლო გადაწყვეტს.