რელიგია
საპატრიარქო სააკაშვილისთვის წერილის გაგზავნას ადასტურებს

1-Pismo-pol-3-rel-3საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახალი წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

წერილის ფოტოასლი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წერდნენ, რომ წერილი ყალბია, თუმცა, საპატრიარქოში ეს ვერსია უარყვეს და წერილის გაგზავნის ფაქტი დაადასტურეს.