პუბლიკაციები
„მეგობრობის ნავთობსადენი“ აფხაზეთის გავლით?! SOCAR-ის ახალი რუსული კონკურენცია საქართველოში

1neft-zar-3-anსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. როგორც ჩანს, თბილისში განზრახული აქვთ, სერიოზულად გააფუჭონ ურთიერთობები ბაქოსთან, ქვეყანაში რუსული კომპანიების ინტერესების გატარებით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის საზიანოდ.
ახლახან haqqin. az იუწყებოდა რუსული „როსნეფტისთვის“ კომპანია Petrocas Energy Limited-ის აქციათა 49 %-ის მიყიდვისა და ახალი სამხრეთ კავკასიური ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ. ამით „როსნეფტი“ ფოთისა და ბათუმის პორტებში ნავთობტერმინალებზე წვდომას შეძლებს. შესაბამისად, რუსული კომპანია ქვეყანაში SOCAR-ის უდიდეს კონკურენტად იქცევა.

 და აი ახლა საერთაშორისო ნავთობკომპანიის ექსპრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, რომელიც სააკაშვილის დროს ბაქოში არა მარტო შეიფარეს, არამედ SOCAR-ის მრჩევლის პოსტზეც დანიშნეს, აცხადებს, რომ საქართველო შავ ზღვაზე, სუფსაში დიდი ენერგეტიკული ცენტრის შექმნაში რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების ჩართვას აპირებს და რომ არსებობს მილსადენის მშნებელობის პროექტი ნოვოროსიისკიდან სუფსამდე, აფხაზეთის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კორიდორთან მიერთებით: „შევძლებთ დიდი მოცულობით ყაზახური, რუსული და ასევე იმ ნავთობის გატარებას, რომელსაც ყაზახეთში ამერიკული კმპანიები მოიპოვებენ“. მისი თქმით, პროექტის რეალიზაცია სუფსაში უკვე სექტემბერში შეიძლება დაიწყოს, ხოლო პირველი სიმძლავრეები უკვე ორი წლის შემდეგ მიიღება. ინიციატორს წარმოადგენს ქართულ-ამერიკული კომპანია „ინტერ ენერჯი გრუპი“.

თუმცა, გვინდა შევახსენოთ ამ აზერბაიჯანულ ნავთობზე სახელმოხვეჭილ ექსჩინოვნიკს, რომ მის მიერ რეკლამირებული პროექტის განხორციელება შეუძლებელია აზერბაიჯანული ნავთობის გარეშე.

დიახ, მოქმედი ნავთობსადენი ბაქო-სუფსა და ტერმინალი სუფსაში აშენებულია „ნავთობის კონტრაქტის“ ფარგლებში და ისინი კომპანიის კონსორციუმს ეკუთვნის. ეს ჩინებულად იცის ჭანტურიამ. ისევე, როგორც ის, რომ ნავთობსადენის მშნებლობა ნოვოროსიისკიდან ჯეიჰანში, სუფსის გავლით, წარმოადგენს იდეას, რომელიც ზედმიწევნით დიდ გათვლებსა და შეთანხმებებს მოითხოვს. გაცილებით მარტივია რევერსულ რეჟიმში უკვე არსებული ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის გამოყენება, ვიდრე ახალი ათასობით კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა, თანაც, ასეთ რთულ რელიეფზე, აღარაფერი რომ არ ვთქვათ აფხაზეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პრობლემებზე. ამასთან, ვინ დააბანდებს ამ რთულ დროში 17 მლრდ დოლარს ნავთობის პროექტში? როგორ აპირებენ ის და ნაკლებად ცნობილი ქართულ-ამერიკული კომპანია „ინტერ ენერჯი გრუპი“ ისეთი რთული პოლიტიკური საკითხების გადაჭრას, როგორიცაა „რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების ჩართვა“ და აფხაზეთის გავლით ნავთობსადენის გაყვანა? საერთოდ შეუძლიათ კი დღეს ნავთობის სფეროში თანამშრომლობა რუსეთსა და „დასავლეთის ქვეყნებს“, როცა სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. დათანხმდებიან კი თბილისში „მეგობრობის ნავთობსადენს“ დაკარგული აფხაზეთის გავლით - ესეც ერთობ საეჭვოა. და ბოლოს, რა ადგილი ეთმობა ამ სცენარში აზერბაიჯანს - ნავთობის ერთადერთ პოტენციურ მიმწოდებელს სუფსაში?

შევარდნაძის დროის ექსჩინოვნიკი საკმარისად გამოცდილი პოლიტიკური და ეკონომიკური მოღვაწეა იმისათვის, რომ ავანტიურაზე წავიდეს... ეტყობა, მან საერთო ენა გამონახა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც ახალი დიდ ეკონომიკურ პროექტებს ეძებს, მოსკოვსა და „დასავლეთის ქვეყნებთან“ დაახლოებაში რომ დაეხმარება მათივე სახსრების ხარჯზე.

 

ელნურ მამედოვი
Haqqin.az