რელიგია
საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეშობა დუშეთში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში აღნიშნა

1duSeti-polit-1-relig-3საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურგიას მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო.

მინდა ყველას მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის, რომელიც ყველას შეუნდობს; რომელსაც აქვსძალა იმისა, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს;  რომელსაც აქვს შემოქმედების ძალიან დიდი უნარი. ღმერთმა დიდხანს გაგვაძლებინოს ამ ძალით, დიდხანს გვატარებინოს ეს ძალა, არ დავივიწყოთ, ზურგი არ შევაქციოთ, არ ვუთხრათ მას უარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.