უცხოეთი
„მემარჯვენე სექტორმა“ უარი განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაზე

1Sektor-zar-3საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. რადიკალურმა ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორმა“ უარი განაცხადა ქვეყნის შეირაღებულ ძალებთან საკონტრაქტო სამსახურზე, - იუწყება უკრაინფორმი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იური ბირიუკოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

მე პირადად შევთავაზე „მემარჯვენე სექტორს“ სრული ლეგალიზაციის სქემა. კერძოდ, შეთავაზებული იყო მრავალი ვარიანტი, რომელიც კონტრაქტით სავალდებულო სამსახურს ითვალისწინებდა. მათ ამაზე უარი თქვეს“, - აღნიშნა ბირიუკოვმა. მრჩევლის თქმით, „მემარჯვენე სექტორის“ მოხალისეთა სურვილი, მიჩნეული იქნენ ლეგალურ ქვედანაყოფებად და ამავდროულად, ავტონომია შეინარჩუნონ, „სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდანაა“.

უწინ „მემარჯვენე სექტორისა“ და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის შესახებ იტყობინებოდნენ, რომელიც „უნივერსალური ბატალიონის“ შექმნას ითვალისწინებდა.