პუბლიკაციები
ფრანსუა ოლანდი: „სანქციები უნდა შეჩერდეს... პუტინს არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია"

1fransua-saz-3-an-3საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უნდა მოიხსნას, თუ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში გარკვეული სახის პროგრესი იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რადიოსადგურ France Inter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თუ რუსეთში კრიზისია, ეს ევროპისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. ვფიქრობ, სანქციები უნდა შეჩერდეს. თუ იქნება პროგრესი, სანქციები უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კვლავ ძალაში დარჩება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია, აღკვეთოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.

"პუტინს არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, ეს თავად განმიცხადა. ერთადერთი, რაც მას უნდა, რომ უკრაინა არ შევიდეს ნატოში", - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.