რელიგია
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო 7 იანვარს, 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება

1alilo-saz-1-rel-1საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. მსვლელობას თეატრალიზებული სახე ექნება.
მსვლელობაში მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, შემდეგ საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდგომ მსვლელობა პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც ალილოს მონაწილეებს ტბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და შობას მიულოცავს.

მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები შობის პარაკლისს გადაიხდიან.

შეგროვებული ტკბილეული ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.