უცხოეთი
კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ობამას „მაიმუნი ტროპიკულ ტყეში“ უწოდეს

1obam-zar-3-anსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. სკანდალური ფილმი „ინტერვიუს“ გარშემო პოლიტიკური დავა აშშ-სა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გრძელდება. ფილმის პრემიერა ამას წინათ ინტერნეტში გაიმართა და დიდი წარმატებითაც ჩაიარა - ფილმმა ერთ დღე-ღამეში 1 მლნ დოლარზე მეტი მოაგროვა. ფხენიანმა თავდაპირველად დაადანაშაულა აშშ ქვეყანაში სამხედრო შეჭრის მომზადებაში. ვაშინგტონმა, თავის მხრივ, იაპონიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მოძრავი რადიოლოკაციური სადგური ჩაიტანა. კორეის ხელისუფლება ამას მრისხანე ტირადით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ობამა დაემსგავსა „მაიმუნს ტროპიკულ ტყეში“.
გაეროს გენასამბლეამ რეკომენდაცია გასცა, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო  სასამართლოს გადაეცეს.

დაგეგმილია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე. ფხენიანმა ამას კორეის მიმართ აშშ-ის მხრიდან „მტრობის დაუფარავი გამოვლინება“ უწოდა. ასევე, ჩრდილოეთ კორეაში ყველა ეს ქმედება შეფასდა, როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით შეჭრისათვის ნიადაგის მომზადება.