აშშ-მა კვლავ სანქციები დააწესა - ამჯერად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ
საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა
ბარაქ ობამამ მოიწონა ახალი სანქციების შემოღება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამერიკულ კომპანია
Sony Pictures Entertainment-ზე ჰაკერული შეტევების განხორციელების საპასუხოდ. სანქციების სიაში მოხვდნენ სამი კომპანია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ასევე, ათი ჩინოვნიკი, მათ შორის, უწინ ირანში, სირიაში, რუსეთსა და ნამიბიაში მომუშავე პირები. ამ პირებსა და კომპანიებს აშშ-ის საფინანსო სისტემაზე წვდომაზე უარი ეთქმებათ, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალებათ ერთობლივ ფინანსურ ოპერაციებსა და გარიგებებში მონაწილეობა.
აშშ-სა და კორეას შორის ურთიერთობების გაუარესების ახალი დანამატი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სინათლე იხილა სკანდალურმა ფილმმა - „ინტერვიუ“ ჩრდილოკორეის ლიდერ კიმ ჩენ ინზე თავდასხმის შესახებ. კორეამ ამაზე პერსონალური პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას დააკისრა.