რელიგია
საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და საჩუქრად ლევან მარგიანის ნამუშევარი გადასცა.