პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

საქართველო, 6 იანვარი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
"უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს წინსვლას, ხალხის სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერის საკეთილდღეოდ",-ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.