პუბლიკაციები
მომსახურების სფეროში სომხეთი მიუერთდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრების შეთანხმებას ზოგად საფუძვლებზე, ხოლო საქონლით სავაჭრო სფეროში გათვალისწინებულია თანდათანობითი (2022 წლამდე) გადასვლა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო ტარიფზე.
2022 წლამდე სომხეთი შეძლებს გამოიყენოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტარიფებიდან განსხვავებული საბაჟო გადასახადები რიგ საქონელზე, მათ შორის, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე. ასევე, ამ წლამდე რესპუბლიკისთვის იმოქმედებს ცალკე ტარიფი რძის პროდუქციის ზოგიერთ სახეობაზე, კვერცხზე, თაფლზე, ხოლო 2019 წლამდე - ხილბოსტნეულის ზოგიერთ სახეობაზე.
2018 წლამდე ქვეყანას ბენზინზე ნულოვანი საბაჟო ტარიფები ექნება, ხოლო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო ტარიფზე 2020 წელს გადავა. 2021 წლამდე სომხეთში ქსოვილების ზოგიერთ სახეობაზე ცალკეული საბაჟო გადასახადები დაწესდება.