პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: "მე არ აღვიქვამ და არ მივიჩნევ ოპონენტებად "ნაციონალურ მოძრაობას". სანამ ეს ადამიანები არ მოუხდიან ბოდიშს ჩვენ ხალხს! სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა სექტად“

7-akt-2საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ხომ არ უთმობენ ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ დროს პოლიტიკურ ძალებთან ოპონირებას და რამდენად გამართლებულად მიაჩნია საქართველოს პრემიერს ორი წლის განმავლობაში მუდმივად გასულ 9 წელზე აპელირება? - ამის შესახებ 2014 წლის 26 დეკემბრის შემაჯამებელს პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

"მე არ აღვიქვამ და არ მივიჩნევ ოპონენტებად "ნაციონალურ მოძრაობას". სანამ ეს ადამიანები არ მოუხდიან ბოდიშს ჩვენ ხალხს და საზოგადოებას, მე მათ არ ჩავთვლი ოპონენტებად. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა სექტად და მართაც მათი თითოეული ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს არეულობის ფონის შექმნა საქართველლში. ამისთვის მათ აქვთ ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიცაა ტელევიზია. რაც შეეხება იმას, რამდენად სწორად იქცევიან ხელსიუფლების წარომადგენლები როცა ოპონირებას უწევენ ასეთ უპასუხისმგებლო ძალას, შეიძლება, მე არ გამოვრციხავ, რომ ისინი საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ მათთან ოპონირებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.