პუბლიკაციები
„მთლიანობაში ჩვენ გვაქვს მზაობა და ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, თუმცა, რასაკვირველია, ეს შეხვედრა ძალიან კარგად უნდა დაიგეგმოს და მომზადდეს. მიგვაჩნია, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, როდის და რა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრა... რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზაობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა უნდა შედგეს.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 2 წლის განმავლობაში მოგვეხდინა ურთიერთობების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაგვეყვანა ყველაფერი. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს'', - განაცხადა ღარიბაშვილმა.