საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რადიაციული ფონი დასაშვებ ზღვარს 14-ჯერ აღემატება.
არსებული მონაცემების თანახმად, ამის ძირითადი მიზეზი მიმდინარე წლის 28 ნოემბერს სადგურის მესამე ენერგობლოკის გაჩერებაა ამერიკული კომპანია „Western House“-ის ნაკეთობის რუსული წარმოების საყრდენი ბლოკის შეცვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა უკრაინის ატომური ელექტროსადგურის მომსახურებისთვის საკომპლექტაციო მასალების მიწოდების გაგრძელების შესახებ, მაშინ, როცა კიევის ხელისუფლება მოსკოვთან თანამშრომლობის შეწყვეტას ამჯობინებს ბირთვული ენერგეტიკის სფეროში.
საქინფორმის რედაქციის ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური ტექნოგენური ავარიები უახლოეს ხანებში შესაძლოა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს, სადაც უკვე დაგეგმილია ღერძულა ბლოკების შეცვლა.
ვის და რაში სჭირდება მეორე ჩერნობილი ევროპის ცენტრში?!
ნუთუ უკრაინელი პოლიტიკოსების ამბიციებისთვის უბრალო ხალხმა უნდა ზღოს?!
საით დაუბერავს სიკვდილის ღრუბელი?!