უცხოეთი
მოსკოვის ბირჟაზე ევროს კურსი 64 რუბლს ქვემოთ დაეცა, დოლარი - 52 რუბლს ქვემოთ

1-kursi-zar-3საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. დოლარის კურსი რუბლთან მიმართებაში მოსკოვის ბირჟაზე 1.59 რუბლამდე დაეცა წინა დღის დონესთან შედარებით და 51.85 რუბლს მიაღწია. ევროს კურსი რუბლთან მიმართებაში 1.77 რუბლით დაეცა - 63,75 რუბლამდე.

რუსეთის ბანკმა ხუთშაბათს დოლარის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისათვის 52,6159 რუბლის დონეზე დაადგინა, რაც 1,8754 რუბლით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. ევროს ოფიციალურმა კურსმა 2.0854 რუბლით დაიწია - 64,3177 რუბლამდე. ამასთან, ბივალენტური კალათის ღირებულება (0,55 დოლარი და 0,45 ევრო) 1,9699 რუბლით შემცირდა - 57,8817 რუბლამდე.