უცხოეთი
რუსეთს ბოინგთან დაკავშირებულ საგანგებო შემთხვევასთან უკრაინული თვითმფრინავის კავშირის მტკიცებულებები გააჩნია

1Boing-zar-3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. რფ-ის საგამოძიებო კომიტეტი მზადაა, საერთაშორისო კომისიას წარუდგინოს მიღებული მონაცემები აღმოსავლეთ უკრაინაში ბოინგის კატასტროფასთან უკრაინელი სამხედროების კავშირის შესახებ, - განაცხადა ოთხშაბათს საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა.
რუსმა გამომძიებლებმა დაკითხეს უკრაინელი, რომელმაც „კომსომოლსკაია პრავდას“ უკრაინის დონეცკის ოლქში ბოინგის დაღუპვის შესახებ მოუთხრო და მიიღეს მტკიცებულებები კატასტროფასთან უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კავშირის შესახებ.

საგამოძიებო კომიტეტი ამის შემდეგაც გააგრძელებს და გააანალიზებს ყველა მონაცემს ამ კატასტროფის შესახებ. ამასთან, თუ საერთაშორისო კომისიის წევრები, რომლებიც ამ ავიაკატასტროფას იძიებენ, მართლაც დაინტერესებული არიან ჭეშმარიტების დადგენით და ჩვენ მოგვმართავენ, მზად ვართ, ყველა არსებული მასალა წარვუდგინოთ“, - განაცხადა მარკინმა.