პუბლიკაციები
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ (მილიარდერთა გლობალურ რეიტინგში, ფორბსის ვერსიით, 1284-ე ადგილი უკავია, ქონება - 1.3 მლრდ დოლარი), რადაში შეიტანა კანონპროექტი უკრაინის ბლოკისგარეშე სტატუსზე უარის თქმის თაობაზე და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმ კრიტერიუმების მისაღწევად, რომლებიც აუცილებელია ალიანსის წევრობისათვის. 23 დეკემბერს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
„ნატოში შესვლის განაცხადის გაგზავნამდე კიევს რიგი პირობების შესრულება მოუწევს: სერიოზული რეფორმების გატარება, კორუფციასთან ბრძოლის ორგანიზება, სახელმწიფო აპარატის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა“, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა და აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრების განაცხადის წინა მოსამზადებელი პერიოდი, სავარაუდოდ, 6 წელს დაიკავებს.