შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბელარუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სომხეთის მეთაურები - ალექსანდრე ლუკაშენკო, ალმაზბეკ ათამბაევი, ნურსულთან ნაზარბაევი, ემომალი რახმონი და სერჟ სარქისიანი, ასევე ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა.
რუსეთის სახლემწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთისა და ყირგიზეთის მონაწილეობა კავშირში ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების განვითარებას. „წევრების რიცხვის ზრდა თავად კავშირისთვისაც სასარგებლოა“, - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ინტეგრაციული გაერთიანება - ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომლის მონაწილენიც არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და სომხეთი. უახლოეს ხანებში სრულუფლებიანი წევრი გახდება ყირგიზეთიც. ორგანიზაცია 2019 წლისთვის - ელექტროენერგიის, ხოლო 2025 წლისათვის გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ბაზრის შექმნას გეგმავს.
ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ათამბაევი: „ეს-ესაა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებასთან მიერთებაზე, განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. შეთანხმებაში განსაზღვრულია ყირგიზეთის გაწევრების მკაფიო და სამართლიანი პარამეტრები, განსაზღვრულია ერთიანი საბაჟო ტარიფი და შეთანხმების ძალაში შესვლის ვადები“, - განმარტა ათამბაევმა და იმედი გამოთქვა, რომ 2015 წლის 9 მაისისათვის ყირგიზეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი მონაწილე გახდება.