პუბლიკაციები
„მადლიერი აჭარა და სრულიად საქართველო არ დაივიწყებს განმათავისუფლებლებს“ - აჭარაში 1878 წელს დაღუპული რუსი ჯარისკაცების აღდგენილი მემორიალი გაიხსნა

1aqt-3-an-1-mtaსაქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ქობულეთში რუსი ჯარისკაცების საძმო სასაფლაოს რეაბილიტაცია დასრულდა. იმ ჯარისკაცების, რომლებიც თურქეთ-რუსეთის 1877-78 ომის წლებში, ციხისძირთან ბრძოლაში დაიღუპნენ 1978 წლის 18 იანვარს.
ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანის მკვიდრის, იმედა თხილაიშვილის განცხადებით, როდესაც მათ ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ძმათა სასაფლაოს აღდგენაში დახმარება შესთავაზეს, სოფელს ძალიან გაუხარდა: „მათი გმირობით 1877-78 წლების ომში ჩვენი მშობლიური მხარე აჭარა გათავისუგფლებულ იქნა, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი გვახსოვს რუსეთისგან და საბჭოთა პერიოდიდან, უფრო მეტი კარგი იყო, ვიდრე ცუდი“
რეაბილიტირებული ძმათა სასაფალოს და მემორიალური დაფის გახსნას ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ადგილობრივი ადმინისტრაციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნაში მონაწილეობა ბათუმის ინტელიგენციის გამოჩენილმა და პატივცემულმა წევრებმა მიიღეს, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველმა იურისტმა სიმონ ქორიძემ, რომელიც მონუმენტის აღდგენის მთავარი ინიციატორია.

მონუმენტის გახსნისას ქორიძემ შემდეგი განაცხადა: „აჭარაში ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდნენ რუსეთს და რუსებს, მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებული დღეა. შეხედეთ ამ ადამიანებს, როგორი კმაყოფილები არიან, როგორი ენთუზიაზმი გამოიჩინეს“.

აღდგენილ მემორიალზე სამემორიალო დაფას სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად - აწერია: „მადლიერი აჭარა და სრულიად საქართველო არ დაივიწყებს განმათავისუფლებლებს“.

1aqt-3-anal-1-1 1aqt-3-anal-1-2
1aqt-3-anal-1-3 1aqt-3-anal-1-4