პუბლიკაციები
The Nation: „ვაშინგტონის მიერ დაწესებული ყველა სანქცია რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაციისა და დასუსტების მიზნით მხოლოდ განამტკიცებს პრეზიდენტ პუტინის ავტორიტეტს“

nation-zar-2-anსაქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინაში თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ აქტის მიღებასთან ერთად ვაშინგტონმა გადაწყვიტა, ურთიერთობები მოაწესრიგოს კუბასთან, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უკვე 50 წელია „თავისუფლების კუნძული“ ეკონომიკურ ბლოკადაში ჰყავს, - წერს ჯეიმს კარდენი გამოცემაში The Nation.
რუსეთთან მიმართებაში სანქციების მორიგი პაკეტის მიღების ფონზე ქვეყანაში რუბლის დევალვაცია დაიწყო, რამაც აიძულა რუსეთის ცენტრობანკი საკვანძო ტარიფი 10.5%-დან 17%-მდე აეწია. ამ სიახლეებმა „ამერიკელ შევარდნებს“ გაუჩინეს რწმენა, რომსანქციები ნამდვიალდ მუშაობს.

თუმცა, როგორც ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, სანქციებს რეჟიმის შეცვლამდე არ მივყავართ. პირიქით, აღნიშნავს ავტორი, გარეშე მტრის გამოჩენისას ადამიანები მზად არიან, მხარი დაუჭირონ თავის მმართველებს.

ასე იყო კუბაშიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. ავტორის აზრით, ვაშინგტონის მიერ „თავისუფლების კუნძულისთვის“ დაწესებულმა სანქციებმა რეჟიმის შეცვლა ვერ გამოიწვიეს და არავითარი მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენიათ შიდა პოლიტიკურ კურსზეც, გარდა ძმები კასტროების ძალაუფლების განმტკიცებისა.

კარდენის ვარაუდით, ისტორიული გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სანქციები ხელს შეუწყობს ვლადიმერ პუტინის გავლენის გაძლიერებას.