საზოგადოება
ზუგდიდელი ფეხბურთის გულშემატკივრები საქართველოს პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ

baia_2ზუგდიდელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ,,ბატონო პრეზიდენტო, ზუგდიდის მოსახლეობის სახელით მოგმართავთ თხოვნით, შეგვინარჩუნეთ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ,,ბაია” და მიეცით მას საშუალება, გააგრძელოს თამაში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. სამი თვეა, კლუბის ფეხბურთელები და მწვრთნელები მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე გადიან მოედანზე... იმედს ვიტოვებთ, გამოიჩენთ გულისხმიერებას სამეგრელოს მოსახლეობისადმი და დაგვეხმარებით რეალური სპონსორის მოძებნაში,” - ნათქვამია წერილში, რომელსაც   10 000-მდე ფეხბურთის გულშემატკივარი აწერს ხელს.
ზუგდიდის ,,ბაიას” მთავარი მწვრთნელის - ელგუჯა ქომეთიანის განმარტებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ისევ საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტიდან დაფინანსებაა.