პოლიტიკა
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხები იყო. გიორგი მარგველაშვილმა პარტიის წარმომადგენლების პოზიცია მოისმინა აღნიშნულ თემაზე და მათ საკუთარი მოსაზრება გააცნო. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.