პუბლიკაციები
საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საიტი „Нужная газета“ აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:
„გალის რაიონის ძალოვანმა სტრუქტურებმა 2014 წლის 17 დეკემბერს საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო იხ. აქ).
აღნიშნული პირები ცხოვროდნენ ომისშემდეგომ პერიოდში გალის რაიონის ტერიტორიაზე. ოპერატიული მუშაობის შედეგად არსებობს ინფორმაცია მათი მონაწილეობის შესახებ 1992-1993 წლების სამხედრო მოქმედებებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ.