პუბლიკაციები
საქინფორმი: ამერიკელი სამხედროები ბიჭებს მათი დედების თვალწინ აუპატიურებდნენ და ამას ვიდეოზე იღებდნენ, როგორც ამას საქართველოში სააკაშვილის „ძალოვნები“ აკეთებდნენ!

pravo-2-an-5საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი გლობალური წყაროს ინფორმაციით, პენტაგონი მალავს ვიდეოს,სადაც „ცე-რე-უ“-ს საიდუმლო ციხეებში წამებაა ასახული. ამის შესახებ საიტი theantimedia.org წერს.
ჟურნალისტების, მათ შორის, სეიმურ ჰერშის თქმით, „ცე-რე-უ“-ს ციხე „აბუ-გრაიბში“, ერაყში, რომელიც ტუსაღებთან არაადამიანური მოპყრობის სინონიმად იქცა, ზედამხედველები ვიდეოზე იღებდნენ პატიმრების აბუჩად აგდებას, თუმცა ეს ვიდეოჩანაწერები საიდუმლოდ ინახება.

გასულ კვირას „ცე-რე-უ“ს წამებების შესახებ სენატის მოხსენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ს.ჰერშმა განაცხადა, რომ აქამდე არ გამჟღავნებულა ყველაფერი, რაც „აბუ-გრაიბის“ ციხეში ხდებოდა. მისი მტკიცებით, ახალგაზრდა კაცებსა და ბიჭებს გარყვნილი ფორმით აუპატიურებდნენ მათი დედების თვალწინ და ამას  ვიდეოზე იღებდნენ.

ახალგაზრდებს სოდომის აქტს უქვემდებარებდნენ და ამას ვიდეოზე იღებდნენ, ყველაზე საშინელი მათი ყვირილი იყო. ასე იბრძის ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა მან.

ერთ-ერთი პატიმარი კასიმ მეჰადი ჰილასი ირწმუნება, რომ ნახა, როგორ აუპატიურებდა ერთ-ერთი ამერიკელი ჯარისკაცი 15-17 წლის ერაყელ ახალგაზრდას. მისი თქმით, დაკითხვის დაწყებიდან მოკლე ხანში ვიღაცამ კარს ჟალუზები ჩამოაფარა, მაგრამ ჰილასი კარზე აძვრა და დაინახა, როგორ უღებდა ჯარისკაცი ქალი ფოტოებს ტკივილისა და დამცირებისგან მოღრიალე ბიჭს.

იმავეს, თუმცა გაცილებით უფრო დახვეწილი ფორმებით, ქართველ თანამოქალაქეებს უკეთებდნენ მიხეილ სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები 2006-დან 2012 წლამდე და ეს გადაღებულია 30 ათასზე მეტ ვიდეოში, რომელთაგან ზოგიერთი ინტერნეტში მოხვდა (ხუთი ვიდეოჩანაწერი იხილეთ რუბრიკა ვიდეოში საქინფორმის საიტზე).