პუბლიკაციები
საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის შენობა დატოვა, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კითხვას, შეხვდნენ ან შეხვდებიან თუ არა ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთმანეთს, სააკაშვილმა უპასუხა:
„პრეზიდენტს იმდენი დედინაცვალი გამოატანა მამინაცვალმა, იმდენი მეთვალყურე გამოაყოლეს და იმდენი ელოდება მის დაბრუნებას, არ მინდა, რომ ვინმეს უხერხულობა შევუქმნა. მეტიც, ახლა მივდივარ, თან ძალიან მეჩქარება აუცილებელ შეხვედრაზე ანგელა მერკელთან ერთად,“- განაცხადა ექსპრეზიდენტმა (ვიდეო იხ. აქ).
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოს საკითხის განსახილველად, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, შეხვედრაზე მიემართება.