პოლიტიკა
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომი პერიოდის გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ. რიჩარდ ჩარნეცკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.