სასტუმრო „რედისონში“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო, 18 დეკემბერი,
საქინფორმი. გუშინ სასტუმრო „
რედისონში“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ამერიკის იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (
INL) დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების შექმნა.
სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრაქტიკოსი პროკურორების, ადვოკატების, მოსამართლეების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისგან შედგება, მუშაობას 2015 წლის აგვისტოში დაასრულებს.