საზოგადოება
ევროპამ სახეში შეაფურთხა ქართველ ხალხს! ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე ევროპარლამენტში მიწვეულია სააკაშვილი - ათობით ათასი ქართველის ჯალათი, მკვლელი და ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე!

1Evroparl-saz-1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. 18 სექტემბერი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა: ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას აპირებს.
ცნობილი გახდა, რომ ცერემონიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება.

ის სტრასბურგში ევროპის სახალხო პარტიამ - საქართველოს ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძღაობის“ პოლიტიკურმა პარტნიორმა მიიწვია.

ამგვარად, კიევის ხელისუფალთა შემდგომ, მთავრობა სააკაშვილის ექსჩინოვნიკებით რომ დააკომპლექტეს, რომლებზეც მათ სამშობლოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ქართველ ხალხს სახეში ახლა უკვე ევროპამ - ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა შეაფურთხა, რომლებმაც მიიწვიეს და დაუშვეს სტრასბურგში ცერემონიაზე საერთაშორისო სამხედრო დამნაშავის ყოფნა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა და ოსი ხალხის გენოციდი მოაწყო; რუსი მშვიდობისმყოფლებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას მკვლელი, ჯალათი, რომლის ბრძანებითაც ციხეებში ათობით ათას პატიმარს აწამებდნენ და ამ არაადამიანურ წამებას ვიდეოზე იწერდნენ; რომლის ბრძანებითაც თბილისის ქუჩებში ასამდე უდანაშაულო ახალგაზრდა მოკლეს; რომლის ბრძანებითაც სადამსჯელო ოპერაცია 7 ნოემბრისა და 26 მაისი მომიტინეგთა წინააღმდეგ მასობრივ სისხლიან სასაკლაოდ იქცა, დაჭრილებითა და მოკლულებით.

სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და განაცხადი სისხლის სამართლის ძებნაში მისი გამოცხადების შესახებ ინტერპოლს გადასცა. ერთ-ერთი საქმიდან ირკვევა, რომ ყველაფერი დანარჩენის გარდა, ის ხაზინის ქურდიცაა, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით ათასი მილიონი მოიპარა!

თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ევროპარლამენტისათვის, სააკაშვილი მიეწვია...

ქართველებო, გვჭირდება კი ასეთი ევროპა?!