პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას“

1piSu-pol-1-an-1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის წევრებს წერილით მიმართავს.

გწერთ, რათა ქართველი ხალხის სახელით წინასწარ მოგიხადოთ მადლობა მხადაჭერისათვის ჩვენი ქვეყნისა და ევროპის გაფართოებული რეგიონის ისტორიაში ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უზრუნველყოფს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბაზას რეფორმების გასაგრძელებლად, ხოლო ევროინტეგრაციის გაღრმავების პერსპექტივა არის ის მიზანი, რომლის მიღწევისათვის საქართვლოს მოქალაქეები და მათი ლიდერები მზად არიან იბრძოლონ.

ჩვენ ვართ და დავრჩებით ევროკავშირისა და ნატოს სანდო მოკავშირეები ჩვენს არასტაბილურ რეგიონში და გამოვთქვამთ მზადყოფნას, კვლავაც შევიტანოთ წვლილი რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

ევროპალამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას აქვს უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა საქართვლოსთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ევოკავშირის წევრი ქვეყნების პალამენტებიც მიბაძავენ ევროპარლამენტის მაგალითს. ასოცირების ხელშესახები შედეგები, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობითა და დამთავრებული უვიზო მიმოსვლით, ჩვენს ხალხს მოუტანს მყისიერ სარგებელს, ხოლო გრძელვადიან ჭრილში ხელს შეუწყობს გაფართოებულ რეგონში მშვიდობას, დემოკრატიას, გზაიარების პრაქტიკასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია, კერძოდ, პრემიერ ღარიბაშვილის წერილში.