უცხოეთი
ობამა: „მსხვილი სამხედრო სახმელეთო ოპერაციების ეპოქა აშშ-სთვის დასრულდა“ - ამერიკას ავღანეთიდან ჯარები გამოჰყავს და იქ მყოფ ქართველ ჯარისკაცებზე ამყარებს იმედებს?!

1soldier-zar-3-anსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. დრო, როდესაც აშშ სხვა ქვეყნებში სახმელეთო ჯარების დიდ რაოდენობას აგზავნიდა, სრულდება, - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 3 ათასი სამხედროს წინაშე მაკგუაირ-დიქს-ლეიკჰარსტის ბაზაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ კვირაში დასრულდება ძირითადი ნაწილების ავღანეთიდან გამოყვანა, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე აიღებს:

13 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჩვენი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში დასრულდება“, - დასძინა მან. ამასთან, აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა უწინდებურად რჩება სახიფათო ადგილად. „მომავალში ჩვენი ჯარები უფრო კომპაქტური იქნება. თუმცა, როგორც თქვენი მთავარსადალი, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ მზად ხართ იმ ამოცანათა ფართო სპექტრის შესასრულებლად, რომლებიც თქვენ წინაშე შეიძლება წამოიჭრას“, - განაცხადა თეთრი სახლის ამჟამინდელმა პატრონმა.