აფბა: „ლარის გაუფასურების შედეგად ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის“
საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. 16 დეკემბერს „რეპორტიორის“ პრესკლუბში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ბრიფინგი გამართა თემაზე: ,,ლარის გაუფასურების ასახვა ფასებზე“.
„აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარის განცხადებით, მხოლოდ გაცვლითი კურსის ცვლილებით ფასების დონის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„დამაიმედებელია გლობალური ტენდენციებიც, ვინაიდან, მსოფლიო ბაზარზე ძირითადი სასურსათო პროდუქცია იაფდება...როგორც შიდა, ისე გარე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში ფასების მნიშვნელოვან ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა აღსანიშნავია ახალი წლის მოახლოვების ფაქტორი, როდესაც ფასები პროდუქციაზე იზრდება, თუმცა, ეს მოკლევადიანი პროცესია და ფასების გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის“, - განაცხადა „აფბას“ ანალიტიკოსმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში სტუმრობისას.