უცხოეთი
ჩინელებმა პუტინის პორტრეტი მეტროს სამგზავრო ბარათებზე აღბეჭდეს
1kitaici-zar-2საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ჩინეთის მეტროში გამოჩნდა  სამგზავრო ბარათები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინის პორტრეტია გამოსახული. სამგზავრო ბარათის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა რუსმა ქალმა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლობს. „ახლა ჩინეთში სასწავლებლად ვიმყოფები და მეტროსთვის ასეთ სამგზავრო ბარათებს აკეთებენ ჩინელები. სასიამოვნოა, რომ ეს ხალხი ჩვენი პრეზიდენტის მიმართ გულითადად არის განწყობილი! ძალიან სასიხარულოა, როცა ტაქსით მგზავრობ და ტაქსის მძღოლისგან გესმის, რომ მან იცის, ვინ არის პუტინი და პატივს სცემს!!! მგზავრობის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანას აყვავებას უსურვებს!“ - მიაწერა ქალმა ფოტოსურათს.