საზოგადოება
რიჩარდ ბეკერი: „მილიონობით ადამიანი „ცე-რე-უ“-ს წამების მსხვერპლად იქცა!“ - აშშ-ის პრეზიდენტები ღიად აღიარებენ, რომ ადამიანებს მათი ნებართვით აწამებდნენ, როგორც საქართველოში აწამებდნენ ხალხს პრეზიდენტ სააკაშვილის ნებართვით...

1beker-saz-2-anსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. „ცე-რე-უ“-ს მიერ  წამებასთან დაკავშირებული აშშ-ის სენატის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ რიგმა ქვეყნებმა, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, აღიარეს, რომ მათ ტერიტორიებზე განთავსებული იყო ამერიკული საიდუმლო ციხეები. თუმცა, ანტისამხედრო კოალიცია „Answer“-ის კოორდინატორი რიჩარდ ბეკერის აზრით, ისინი სულაც არ იყო „საიდუმლო“. RT-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ დაწესებულებებში დაკიხვებს აწარმოებდნენ არა მარტო აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები.
მთელი მსოფლიო ცდილობს გაიაზროს ამერიკის სენატის მოხსენება, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს „ცე-რე-უ“-ს წამებებს. ოღონდ, ე. წ. „მიკერძოებული დაკითხვის“ საშინელი დეტალების გამოკლებით, ტერაქტებში ეჭვმიტანილთა მიმართ თავად წამების გამოყენების ფაქტი განსაკუთრებული საიდუმლო არ ყოფილა.

მე ვკითხე ჩემს იურისტებს, რის თუ არა ეს მეთოდები კანონიერი? მათ მიპასუხეს, რომ არის. მაშინ მათი გამოყნების ნება დავრთე“, - საჯაროდ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა. ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ მიაჩნია წყლით წამების ფაქტი კანონიერად? - თეთრი სახლის ექსმეთაურმა უპასუხა, რომ „ასე თქვა იურისტმა(ვიდეო იხ. აქ).

ლეონ პანეტამ კი, რომელიც 2011 წელს „ცე-რე-უ“-ს დირექტორი იყო, აღიარა, რომ უწყების თანამშრომლები წყლით ზოგიერთ ადამიანს აწამებდნენ. რიჩარდ ბეკერის აზრით, აშშ-ის არმია და დაზვერვა არაერთი ათწლეულია, იყენებს და მხარს უჭერს წამების გამოყენებას. ბოლო 50-60 წლის მანძილზე მილიონობით ადამიანი როგორც უშუალოდ ამერიკელი სამხედროებისა და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე უცხოეთის იმ საელმწიფოთა ჯალათების წამების მსხვერპლად იქცა, რომელთა მთავრობებსაც მხარს უჭერდა ვაშინგტონი. და ამ ჯალათების მომზადებაში ამერიკა, დიდი ალბათობით, მონაწილეობასაც იღებდა.