საზოგადოება
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა

1DoliZe-sazog-3საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ლევან დოლიძის განცხადებას ხელი 10 დეკემბერს მოაწერა. დოლიძე პოსტს 26 იანვარს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატო-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ მთავრობიდან განცხადება შესული არ არის.

ლევან დოლიძის ძმა, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ლევან დოლიძე თავდაცვის მინისტერიალის მომზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ლევან დოლიძემ ელჩის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოლიცია "ქართული ოცნებიდან" გასვლისთანავე გააკეთა.