პუბლიკაციები
მანამდე ამ ადგილას 10 არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობდა, რომლებმაც დაღესტანის საზღვართან გზის მშენებლობა გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და იმ საფრთხეზე ილაპარაკეს, რაც შეიძლება ამ გზის აღდგენას მოჰყვეს.
„ჰო, ჩვენ ვართ რუსები, ჩვენ ჩვენს სახლში ვართ! ჩვენ გვინდა ეს გზა, ჩვენ არსად არ წავალთ! თქვენ, ქართველები წადით ალაზნის იქით!“ - ამ განცხადებებს აქციის ადგილობრივები აკეთებდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული აქციის ჩაშლა სცადეს.