სამართალი
ელისო კილაძე: „ყველგან სადაც ტრიალებს ფული და ინფორმაცია, ივანიშვილი ცდილობს სრულად აიღოს კონტროლი სიტუაციაზე“

1eliso-sam-2საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. მერიაში და თბილისის რაიონების გამგეობებში მიმდინარე პროცესებს პირველი ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა შეეწირება. ეს განცხადება „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას გააკეთა.

იმდენად, რამდენადაც დანიშვნების ანატომიამ ჩვენ გვიჩვენა, რომ პირველი მოადგილე ყველგან გახდა ადამიანი, რომელიც სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის ნდობით და მუშაობდაქართუში“, ასეთი მაკონტროლებლები დაუნიშნეს ყველა უწყებას დაცვის სპეციალური სამსახურის ჩათვლით და კადრების სამჭედლო ამჯერადაც არისქართუ ბანკი“, მე ვვარაუდობ, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის მერიაში პირველი ვიცე-მერის ადგილს დაიკავებს ახალი პერსონა. ეს პერსონა იქნება აუცილბლად ივანიშილის ნდობით აღჭურვილი პირი... ვიცი, რომ ნარმანია რამდენჯერმე გააფრთხილეს , მაგრამ არ გაითვალისწინა. ეტყობა ჩათვალა, რომ სამი წლით არჩეული მერია და ხელს არავინ არ მოკიდებს. ცხადია არჩეული მერის დაჭერაზე ეს ხელისუფლება და ივანიშვილი არ წავა, მაგრამ ისეთივე მაკონტროლებლებს დაუნიშნავენ, როგორებიც დანიშნეს სხვა უწყებებში“,-განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გამგეობებს მთავარი პროკურატურა ამოწმებს. გამოძიება "თბილისობის" დღესასწაულზე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერებას სწავლობს.