საზოგადოება
პრეზიდენტის ბრძანებას, ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში საქართველოს შეირაღებული ძალების მისიის გახანგრძლივებაზე, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

1afrika-sazog-3საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი.  საკითხი კომიტეტის წევრებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინ იმერლიშვილმა წარუდგინა.

ევროკავშირის მისია, გაეროსთვის მისი გადაცემით, 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, რაც ვერ მოეწრო. შესაბამისად, გაერომ ევროკავშირს მიმართა, მისიის 2015 წლის 15 მარტამდე გაგრძელების შესახებ. საქართველო რიგით მეორე კონტრიბუტორია სამხედრო ძალების რაოდენობით. ჩვენი ჯარისკაცები საკმაოდ კარგად მსახურობენ და მისიის ხელმძღვანელობამ, საფრანგეთის სახით და ევროკავშირმა მოგვმართა თხოვნით, ცენტრალურ აფრიკაში მისიის გაგრძელების შესახებ... იქ ძირითადი პრობლემა მალარაია, თუმცა ჩვენი ჯარისკაცები სათანადო აცრებს წინასწარ გადიან. ახლა როტაცია განხორციელდა, როგორც ამას შინაგანაწესი ითვალისწინებს. ცენტრალურ აფრიკაში რაიმე შეტაკება არ ყოფილა. ქართველების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კარგად არის განწყობილი. ქართველი ჯარისკაცების ვალდებულებაა, ქალაქ ბანგის აეროპორტის დაცვა, იქ პატრულირება და კონტროლი", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტი დადგენილებით დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.