საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ახალი მოადგილეები ჰყავს“

1novie-sazog-2საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შიდა უწყებრივი გადაადგილება განვახორციელოთ, კერძოდ, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დაინიშნება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ, ვახტანგ გომელაური იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ. ასევე ჭიკაიძის მოადგილედ გადავა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეცოალურ სამსახურს მისი უფროსის თანამდებობაზე ვაბრუნებთ ყოფილ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.