უცხოეთი
ირანის პრეზიდენტმა ნავთობზე ფასების ვარდნაში მუსლიმანების წინააღმდეგ შეთქმულება დაინახა

1Iran-zar-3საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნა მუსლიმანებისა და მუსლიმანური სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულებით ახსნა. ამის შესახებ, „ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რუჰანიმ ხვანახშირის ფასების ვარდნა „პოლიტიკურად მოტივირებულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ კოტირების ვარდნა „ღალატის“ შედეგია, რითაც ქარაგმულად მიანიშნა საუდის არაბეთზე, რომელმაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ბოლო სხდომაზე ნავთობის მოპოვებაზე კვოტების შემცირებაზე უარი განაცხადა. შიიტურ ირანში, რომელიც სუნიტური საუდის არაბეთის მთავარი მეტოქეა, მიაჩნიათ, რომ ამ უკანასკნელის უარი თეირანისთვის ზარალის მიყენების სურვილით აიხსნება.